Thumbnail

ნახეთ: Madonna ახალ ალბომზე მუშაობის ამსახველ კადრებს ავრცელებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი, მადონა ინსტაგრამზე ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ლისაბონში არტისტის მომავალ ალბომზე მუშაობას ასახავს. კადრებში პოპის დედოფალი კაბოვერდული მუსიკალური ჟანრის, ბატუკის შემსრულებელ გუნდთან, Orquestra Batukadeiras PT-თან ერთად მღერის.

► ნახეთ: მადონამ Like A Prayer, Hallelujah და თავისი ახალი სიმღერა Beautiful Game შეასრულა

► ბილბორდმა Madonna ყველა დროის საუკეთესო მუსიკოს ქალად დაასახელა

► ნახეთ: მადონა Vogue-ის ფოტოსესიაში

"ლოცვა ამ ჯადოსნური სესიის ჩაწერის დასასრულს Orquestra Batukadeiras PT-თან ერთად. ძალიან გამიმართლა, რომ ეს საოცარი და ძლიერი ქალები ჩემს ალბომში გამოჩნდებიან", - აღნიშნა მადონამ.

როგორც ცნობილია, 60 წლის არტისტი რიგით მე-14 სტუდიური ნამუშევრის გამოშვებას წლის ბოლომდე გეგმავს. შემსრულებელი თაყვანისცემლებს საკონცერტო ტურნესაც შესთავაზებს. 

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული