Thumbnail

Celine Dion: ჩემი სიგამხდრე თუ არ მოგწონთ, ნუ შემომხედავთ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი სუპერვარსკვლავი სელინ დიონი პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ცნობილი დიზაინერების ჩვენებებს დაესწრო. ფოტოგრაფების ყურადღება ელეგანტურ ტანსაცმელში გამოწყობილმა არტისტმა არაერთხელ მიიქცია. თუმცა, 50 წლის მუსიკოსმა თაყვანისმცემლების კრიტიკა მაინც დაიმსახურა. მათი შეფასებით, შემსრულებელი ძალიან გამხდარია და "არაჯანსაღად" გამოიყურება.

► ნახეთ: Celine Dion-ს სატანიზმის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

ხალხის კრიტიკას სელინი გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში გამოეხმაურა. 

"ყველაფერს ჩემი კომფორტისთვის ვაკეთებ. მინდა ძლიერი, ლამაზი, ქალური და სექსუალური ვიყო. თუ ჩემი გარეგნობა მოგწონთ, თქვენთან ვიქნები. თუ თვლით, რომ საშინლად გამოვიყურები, ნუ შემომხედავთ და ფოტოების გადაღებით თავს ნუ შეიწუხებთ", - აღნიშნა დიონმა.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული