Thumbnail

ნახეთ: Tory Lanez ვიდეორგოლს The Run Off ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტორონტოელი მუსიკოსი დეისთარ პეტერსონი, იგივე Tory Lanez, ჩანაწერზე The Run Off გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევრის პროდიუსერები Dave Sava6e და Smash David გახლავთ. სინგლი თორის ბოლო ალბომში Love Me Now? შედის.

► მოუსმინეთ: Tory Lanez ახალ ალბომს Love Me Now ავრცელებს 

► Tory Lanez: დღესდღეობით საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტი მე ვარ 

► მოუსმინეთ: Tory Lanez - Miami Ft. Gunna 

ლეინზმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს მიქსტეიპით T.L 2 T.O დაიწყო, 2016 წელს კი სადებიუტო ალბომი I Told You გამოუშვა. ჩანაწერის მთავარმა კომპოზიციამ Say It იუთუბზე 200 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გასული წელს კი დეისთარმა გაყიდვაში რიგით მეორე და მესამე სტუდიური ნამუშევრები Memories Don't Die და Love Me Now? ჩაუშვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული