Thumbnail

სლეში: Sweet Child O’ Mine არასდროს მომწონდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტი Slash ავსტრალიურ თოქ-შოუს The Project ესტუმრა. როგორც მუსიკოსმა გადაცემაში გაამხილა, კოლექტივის ჰიტი Sweet Child O’ Mine არასდროს მოსწონდა.

► Slash: როკი აღარაა პოპულარული

► სლეში: Guns N Roses-ის ზოგიერთი სიმღერა სექსისტური იყო

"რაღაცას რომ შექმნი და მაგარი გგონია, შესაძლოა, ხალხმა სრულიად სხვანაირად მიიღოს. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც Sweet Child O’ Mine არ მოსწონდა. ეს არ იყო კომპოზიციის რიფის ბრალი, უბრალოდ, სიმღერის ტიპი საჩემო არ იყო. ის უფრო ბალადას ჰგავდა, ჩვენ კი იმ პერიოდში მძიმე ენერგიულ მუსიკას ვწერდით", - თქვა სლეშმა.

Guns N' Roses ლოს ანჯელესში 1985 წელს ჩამოყალიბდა. ორ წელიწადში მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction გაავრცელეს. როკ ჯგუფს დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. სწორედ ამ ბენდს ეკუთვნის ისეთი საკულტო როკ კომპოზიციები, როგორებიცაა November Rain და Don't Cry.

კომენტარები

ბოლოს დამატებული