Thumbnail

ნახეთ: Yo Gotti ვიდეორგოლს Put A Date On It აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარიო მიმსი, სასცენო სახელით Yo Gotti, 24 იანვარს გამოქვეყნებულ კომპოზიციაზე Put A Date On It გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარში ახალგაზრდა რეპერი Lil Baby მონაწილეობს. მუსიკალურ კლიპში თქვენ კიდევ ერთ სამხრეთელ შემსრულებელს, Moneybagg Yo-ს იხილავთ.

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული