Thumbnail

ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა Nothing Breaks Like a Heart შეასრულეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი მაილი საირუსი და ბრიტანელი მუსიკოსი მარკ რონსონი ელენ დეჯენერესის შოუს სტუმრობდნენ. არტისტებმა გადაცემაში სიმღერა Nothing Breaks Like A Heart ცოცხლად შეასრულეს. ტრეკი რონსონის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში Late Night Feelings შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის ბოლომდე ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Mark Ronson - Nothing Breaks Like A Heart Ft. Miley Cyrus (Acoustic)

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა არიანას გრანდეს No Tears Left To Cry დააქავერეს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა ლენონის Happy Xmas (War Is Over) შეასრულეს

მარკ რონსონმა მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. მარკი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი და ბრუნო მარსი.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული