Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის შვილის პირველი ფოტო გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გარდაცვლილი მუსიკოსის, XXXTentacion-ის დედამ, კლეოპატრა ბერნარდმა ინსტაგრამის გვერდზე არტისტის ახალდაბადებული შვილის, გეკიუმის პირველი ფოტო გაავრცელა. 

► გარდაცვლილი XXXTentacion-ის შვილი დაიბადა

► მოუსმინეთ: XXXTentacion-ის დაბადების დღეზე მიქსტეიპი Members Only, Vol. 4 გავრცელდა

► ნახეთ: Lil Wayne და XXXTentacion ვიდეორგოლს Don’t Cry ავრცელებენ

26 იანვარს ტენტასიონის მეგობარ გოგონას, ჯენეზის სანჩესს შვილი შეეძინა. ბიჭუნას მუსიკოსის მიერ მოგონილი სიტყვა, გეკიუმი დაარქვეს, რაც "სხვა განზომილებას" ნიშნავს.

20 წლის ჯასეი ონფროი, სასცენო სახელით XXXTentacion, 2018 წლის 18 ივნისს გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. მუსიკოსის წარმომადგენლებმა მესამე სტუდიური ჩანაწერი Skins შარშან, 7 დეკემბერს გაავრცელეს. ამის გარდა, ტენტასიონის სემპლები საკუთარ კომპოზიციებში არაერთმა ცნობილმა არტისტმა გამოიყენა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული