Thumbnail

ნახეთ: Boogie და J.I.D ვიდეორგოლს Soho ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ენტონი დიქსონი, ფსევდონიმით Boogie, ახალგავრცელებული სტუდიური ჩანაწერის Everythings For Sale პრომოუშენის მიზნით მსმენელს კომპოზიციაზე Soho გადაღებულ ორიგინალურ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის DiCaprio 2 ავტორი, ატლანტელი რეპერი დესთინ რუთი, სასცენო სახელით J.I.D, მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Boogie სადებიუტო ალბომს Everythings For Sale აქვეყნებს 

► მოუსმინეთ: Boogie - Rainy Days Ft. Eminem 

► ნახეთ: Boogie მოკლემეტრაჟიან ფილმს Everythings For Sale ავრცელებს

კომპტონელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ოფიციალური მიქსტეიპით Thirst 48 Part II გახდა. ნამუშევრის მთავარი კომპოზიციები Nigga Needs და Sunroof გახლავთ. 2017 წლიდან ბუგი ლეგენდარული დეტროიტელი არტისტის, ემინემის ლეიბლის Shady Records წევრია. 2019 წლის დასაწყისში რეპერმა სადებიუტო ალბომი Everythings For Sale გამოსცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული