Thumbnail

ნახეთ: საქართველოში BTS-ის საკონცერტო ფილმის ჩვენება გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

26 იანვარს მსოფლიოს 90 ქვეყანაში სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის საკონცერტო ფილმის BTS World Tour: Love Yourself in Seoul პრემიერა გაიმართა. კოლექტივის ქართველი თაყვანისმცემლების მოთხოვნით, სურათის ჩვენება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის კინოთეატრებშიც მოეწყო. 

► ნახეთ: BTS წიგნს The Notes 1 გამოუშვებს

► დაღესტანში BTS-ის ფილმის ჩვენება ჰომოსექსუალობის პროპაგანდის მიზეზით გაუქმდა

ფილმი 2018 წლის 26 აგვისტოს სეულში, ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შოუს ვიდეოჩანაწერს მოიცავს. ბიჭებმა კონცერტი მსოფლიო ტურნეს BTS World Tour: Love Yourself ფარგლებში ჩაატარეს. 

BTS-ის ფილმის პრემიერა თბილისში

🎞 👇 კინოთეატრ "ამირანში" კეიპოპ კოლექტივის, BTS-ის საკონცერტო ფილმის პრემიერა გაიმართა.

Posted by popmusic on Monday, January 28, 2019

 

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული