Thumbnail

Demi Lovato: ექვსი თვეა, ნარკოტიკს არ გავკარებივარ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავის, დემი ლოვატოს განცხადებით, უკვე ექვსი თვეა, მას ნარკოტიკი არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით მომღერალს მისმა გუნდმა ტორტის ნაჭერი და მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

► ნახეთ: Demi Lovato-მ Aretha Franklin-ისგან შარშან მიღებული მესიჯი გაასაჯაროვა

► კრისტინა აგილერა დემი ლოვატოს: ძალიან მენატრებოდი

► დემი ლოვატო: ნამდვილი მეგობრები შენ შესახებ მედიასთან არ საუბრობენ

"სიფხიზლის მეექვსე თვეს გილოცავთ. შენით ძალიან ვამაყობთ", - წერია ბარათში.

დემიმ ფოტოზე თავადაც დააკომენტარა და მეგობრებს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ შემსრულებელი ოქსიკოდონისა და ფენტანილის ზედოზირებით საავადმყოფოში შარშან, ივლისში მოათავსეს. მას შემდეგ მუსიკოსი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. 

დემი ლოვატომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება 2009 წელს გამოშვებულმა სტუდიურ ალბომმა Here We Go Again მოუტანა, რომელიც გაყიდვების ლიდერი გახდა. არტისტის ყველაზე პოპულარული სიმღერებია Cool for the Summer, Sorry Not Sorry და Confident.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული