Thumbnail

ჰიპ ჰოპ არტისტები სერგეი პეტროსიანი, ფსევდონიმით Serhio, ზუკა კლდიაშვილი, იგივე Dope Zee და მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო სახელით Young Mic, მსმენელს ახალ ფრისტაილს "წუთისოფელი" სთავაზობენ. ექსპრომტად ჩაწერილი ნამუშევრის პროდიუსერი Clusey გახლავთ.

► მოუსმინეთ: Serhio - სოუსი 

► მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილმა Niko-ს დის-ჩანაწერზე უპასუხა 

სერჰიომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი კომპოზიცია Don`t Cry 2011 წელს გავრცელდა. არტისტი არჩევანს ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ჟღერადობაზე აკეთებს. 2018 წელს მუსიკოსმა EP სახელწოდებით Streеt Art გამოუშვა. რეპერის პოპულარული ჩანაწერებია "პირდაპირ ბლოკიდან", "დიზაინერი", "გიჟი სომეხი" და სხვა.

მიშკას შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. მიშკასთან ერთად დუეტს გიორგი ქებურია, სასცენო სახელით Kay G ქმნის. მათი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა".

ზუკა კი შედარებით ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტია. მისი მწირი შემოქმედება მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსმა სახელი პროექტში PVP Battle მონაწილეობით გაითქვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული