Thumbnail

მოუსმინეთ: Archive - Remains Of Nothing Ft. Band Of Skulls

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Archive ახალი სიმღერა Remains Of Nothing გამოუშვა. კომპოზიცია ბენდის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემულ ალბომში "25" იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 10 მაისს ჩაეშვება. ტრეკს არტისტები ინგლისურ კოლექტივთან, Band of Skulls-თან ერთად ასრულებენ.

Archive ლონდონში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 11 სტუდიური ჩანაწერის გამოცემა მოასწრო. ბენდის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Again, Fuck You და Bullets. კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში კონცერტი ორჯერ გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული