Thumbnail

ნიკა კოჩაროვის 5 საყვარელი სიმღერა

ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ვოკალისტისა და გიტარისტის, ნიკა კოჩაროვის 5 საყვარელი სიმღერა. 

გასაგებია, რომ ყველას გვიყვარს "რედიოჰედები" და "ვიერდ ფიშესები", მაგრამ გადავწყვიტე, შემთხვევით აღმოჩენილი და არცთუ ისე პოპულარული საყვარელი სიმღერების ხუთეული შემედგინა.

5. Sky Diving Penguins - Freezing Holidays

ჩემი ძმა და კოლეგა, გია იაშვილი. თან სიმღერაც თემატურია.

4. David Sylvian - Darkest Dreaming

ეს, ალბათ, არ არის ისეთი უცნობი, მაგრამ მაინც.

3. Ed Harcourt - Until Tomorrow

ეს ბიჭი შემთხვევით გავიცანი მეგობართან, შემდეგ დავგუგლე და ეს სიმღერა აღმოვაჩინე.

2. MGMT - When You Die

ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ისეთი დეტალები აქვს, რომლებიც ძალიან მეხება.

1. Tom Vek - C-C (You Set the Fire In Me)

ეს სიმღერა 10 წლის წინ "სფოთიფაიმ" სრულიად შემთხვევით შემომთავაზა და დღემდე ძალიან მომწონს. მეგობრებს რომ ვასმენინებ, მეუბნებიან, რომ ძალიან ჰგავს ჩემს მუსიკას. ალბათ, ეს არის მოწონების მიზეზი.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული