Thumbnail

მემფისელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარიო მიმსი, სასცენო სახელით Yo Gotti, მსმენელს ერთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი თრეფ კომპოზიცია Put A Date On It გაავრცელა. ჩანაწერში მისი ატლანტელი კოლეგა Lil Baby მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი კი June James გახლავთ.

მარიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2016 წელს გავრცელებული ალბომი The Art Of Hustle ითვლება, რომელმაც მუსიკალურ ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა. ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია Down In The DM გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული