Thumbnail

ახალგაზრდა მუსიკოსი დიანთონი კარლოსი, ფსევდონიმით GoldLink, მსმენელს ახალი კომპოზიციით Got Muscle დაუბრუნდა. ჩანაწერში ახალბედა ჰიპ ჰოპ არტისტები Peewee Longway და WaveIQ მონაწილეობენ. ნამუშევარი, სავარაუდოდ, გოლდლინკის მომავალი ალბომის სინგლია.

► ნახეთ: მუსიკოსი GoldLink კომპოზიციის Got Friends ვიდეორგოლს ავრცელებს 

დიანთონიმ მუსიკალური კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება სადებიუტო ალბომს At What Cost უკავშირდება, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ლეგენდარული რიკ რუბინია. სტუდიური ნამუშევრის მთავარი სინგლი Crew გახლავთ, რომელიც 2017 წელს გრემის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. გოლდლინკის შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული