Thumbnail

ფოტოგალერეა: Wiz Khalifa-მ ლოს ანჯელესში 3,4 მილიონად სახლი იყიდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ვიზ ქალიფამ ლოს ანჯელესში, სან ფერნანდოს დაბლობზე მდებარე ფეშენებელური სახლი 3,4 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 557 კვ.მ. ფართობის შენობაში ხუთი საძინებელი, ექვსი აბაზანა, სამზარეულო და სახლის კინოთეატრია განთავსებული. 

► ნახეთ: რეპერი Wiz Khalifa კომპოზიციის Holyfield ვიდეორგოლს ავრცელებს

► ნახეთ: რეპერი Wiz Khalifa კომპოზიციის Late Night Messages ვიდეორგოლს ავრცელებს 

► ნახეთ: ვიზ ქალიფას 4,6 მილიონად შეფასებული აპარტამენტი 

ვიზ ქალიფამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც მიქსტეიპი Prince Of The City გამოუშვა. თუმცა, საყოველთაო აღიარება მუსიკოსს 2011 წელს გავრცელებულმა ალბომმა Rolling Papers მოუტანა. დღემდე ამ ნამუშევრის ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. რეპერის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Rolling Papers 2 გაყიდვაში 2018 წლის 13 ივლისს ჩაეშვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული