Thumbnail

Cardi B: ნახევრად შიშვლად რადგან ვცეკვავ, გაუპატიურებას ვიმსახურებ?

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა რეპერმა Cardi B-მ და ჰიპ ჰოპ დუეტმა City Girls 16 იანვარს კომპოზიციაზე Twerk გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს, რომელსაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონსერვატორული გამოცემის, The Daily Caller-ის ჟურნალისტმა, სტეფანი ჰემილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მუსიკალური რგოლი ქალთა ობიექტივიზაციას უწყობს ხელს.

► ნახეთ: 17 წლის Cardi B ლედი გაგას ჰიტს Bad Romance მღერის

"#MeToo მოძრაობის ეპოქაში კონკრეტულად როგორ აძლიერებს ეს ვიდეო ქალებს? ქარდი ბი, შეგიძლია, მიპასუხო", - დაწერა ჟურნალისტმა.

"კლიპის სათქმელი სწორედ ისაა, რომ მე რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ; გავაკეთებ იმას, რაც მინდა და არა ნიშნავს არას. სტეფანი, ახლა შენ მიპასუხე, თუ ნახევრად შიშველი ვცეკვავ, გაუპატიურებას ან ადევნებას ვიმსახურებ? მინდა, ვიცოდე, კონსერვატორი ქალი რას ფიქრობს", - მიმართა ქარდიმ ჰემილს.

"გეთანხმები, რომ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არა არას ნიშნავს. თუმცა, ვიდეო ქალის ობიექტივიზაციას ემსახურება. მგონია, რომ მიზანი ზიანდება. ჩვენ არ ვართ ნივთები! როგორც ჩანს, სხვადასხვანაირად ვუყურებთ საკითხს. გეპატიჟები ჩემს შოუში, ვისაუბროთ ამ თემაზე", - უპასუხა არტისტს ჟურნალისტმა. ქარდის მას აღარ გამოხმაურებია.

8 დღის წინ გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა იუთუბზე ამ დრომდე 26 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული