Thumbnail

ნახეთ: Arcade Fire-ის ფრონტმენმა ინსტაგრამზე ზაზა ფაჩულიას ფოტო გამოაქვეყნა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული კანადური ჯგუფის Arcade Fire ფრონტმენმა, ვინ ბათლერმა ინსტაგრამის სთორიში "დეტროიტ პისტონსის" კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიასა და "ნიუ ორლეან პელიკანსის" ფორვარდის, ნიკოლა მიროტიჩის ფოტო გაავრცელა.

► NBA | პროდუქტიული ზაზა - ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა!

► ნახეთ: ჯგუფმა Arcade Fire სიმღერაზე Peter Pan კლიპი გადაიღო

"მსგავსი სიმაღლის მამაკაცები ძალიან განსხვავებული ზომის თავებით", - წერს ბათლერი.

ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკოსი "ნიუ ორლეან პელიკანსის" დიდი გულშემატკივარია და საყვარელი კლუბის თამაშებს ხშირად ესწრება. 2015 წელს ბათლერმა NBA All-Star Celebrity Game-შიც მიიღო მონაწილეობა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

ვინ ბათლერმა ჯგუფი Arcade Fire ქალაქ მონრეალში 2001 წელს შექმნა. ბენდმა სადებიუტო ალბომი Funeral 2004 წელს გაავრცელა. კოლექტივს კომერციული წარმატება 2010 წელს გამოცემულმა ჩანაწერმა The Suburbs მოუტანა. 3 წლის შემდეგ კი ბათლერის მიერ დაწერილი კომპოზიცია ფილმისთვის Her, წლის საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში ოსკარზე წარადგინეს. 2017 წლის 27 ივლისს არტისტებმა რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი Everything Now გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული