Thumbnail

Bebe Rexha: ჭარბი წონის გამო დიზაინერები გრემისთვის კაბას არ მიკერავენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

რიგით 61-ე გრემის დაჯილდოება 10 თებერვალს იმართება. მუსიკოსები ცერემონიისთვის აქტიურად ემზადებიან და ცდილობენ, წითელ ხალიჩაზე გამორჩეული ჩაცმულობით გამოჩნდნენ. ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზე ოქროს გრამოფონის ერთ-ერთმა ნომინანტმა, ამერიკელმა მომღერალმა, ბიბი რექსამ ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ჭარბი წონის გამო დიზანერებს მისთვის კაბის შეკერვა არ სურთ.

► ნახეთ: David Guetta-მ, Bebe Rexha-მ და J Balvin-მა ტრეკზე Say My Name კლიპი გადაიღეს

"როგორც იქნა, გრემიზე ვარ ნომინირებული, ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ახლა ყველა არტისტი წითელი ხალიჩაზე ფიქრობს. მე და ჩემი გუნდი არაერთ დიზაინერს დავუკავშირდით, თუმცა, მათ ჩემთვის კაბის შეკერვა არ სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ მსუქანი ვარ. როგორც ირკვევა, 6/8 ზომის თუ ხარ, ჭარბწონიანად ითვლები. აღარ მინდა თქვენი სი*ობა კაბების ჩაცმა, რადგან გგონიათ, 8 ზომის ქალები ლამაზები არ არიან და თქვენი სამოსი არ უნდა ატარონ. ვინც თვლის, რომ "სქელი" ვარ და მოდური კაბების ჩაცმა არ შემიძლია, ვეტყვი - თქვენი დედაც", - აღნიშნა მუსიკოსმა.

არტისტის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა, მაიკლ კოსტელომ ბიბის კაბის შეკერვა შესთავაზა.

შემსრულებელი გრემის ორ ნომინაციაზეა წარდგენილი. მუსიკოსი ჯილდოს მოსაპოვებლად საუკეთესო ახალბედა არტისტისა და წლის ქანთრი პერფორმანსის კატეგორიებში იბრძოლებს.

ბიბი რექსამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ჩანაწერი I Don't Wanna Grow Up გამოუშვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა No Broken Hearts, I'm a Mess და Meant to Be მოუტანა.  

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული