Thumbnail

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, მსმენელს ახალ კომპოზიციას Girls Have Fun სთავაზობს. მასთან ერთად ჩანაწერში რეპერები G-Eazy და Rich The Kid მონაწილეობენ. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ცნობილი ატლანტელი მუსიკოსი DJ Snake გახლავთ. ნამუშევარი თაიგას მომავალი ალბომის T7 სინგლია.

► ნახეთ: Tyga კლიპს Floss In The Bank ავრცელებს 

► ნახეთ: რეპერები Tyga და Nicki Minaj კომპოზიციის Dip ვიდეორგოლს ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Tyga - Shine Feat. Swae Lee 

მაიკლმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2018 წლის დასაწყისში რეპერმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Kyoto გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული