Thumbnail

ნახეთ: BTS-ის Suga-მ მომღერალ Lee Sora-სთან ერთად დუეტი ჩაწერა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეელი მომღერალი ლი სორა ახალ კომპოზიციას Song request და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სიმღერა კეიპოპ ბენდის, BTS-ის ერთ-ერთ წევრთან, შუგასთან ერთადაა ჩაწერილი. აღსანიშნავია, რომ ეს არტისტების პირველი კოლაბორაციული ნამუშევარია. 

► ნახეთ: BTS-ის წევრების, V-სა და Suga-ს პარიზში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები

მინ იუნ-გიმ, იგივე შუგამ კარიერა 2010 წელს დაიწყო. "ბითიესის" წევრობამდე ის ფსევდონიმით Gloss მოღვაწეობდა. 2016 წელს მუსიკოსმა თაყვანისცემლებს პირველი სოლო მიქსტეიპი Agust D შესთავაზა. 

ლი სორამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს ჯაზ ბენდში Strange People დაიწყო. 1995 წელს მან პირველი სოლო ალბომი Lee So-ra Vol. 1 გამოუშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული