ლეგენდარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის პორნოგრაფიული ნახატი, რომელიც მუსიკოსმა 1995 წელს, ციხეში ყოფნისას შექმნა და წერილთან ერთად მეგობარ გოგონას, დეზირე სმიტს გაუგზავნა, აუქციონზე 21,155 დოლარად გაიყიდა.
► Suge Knight-ის შვილი: 2Pac სტუდიაშია და ახალ მუსიკაზე მუშაობს
► შუგ ნაითი: 2Pac-მა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა
► მოუსმინეთ: California Love-ის თავდაპირველი ვერსია გავრცელდა
"უზომოდ მენატრები" და "მუდამ სიყვარულით" - დააწერა რეპერმა ნამუშევარს.

Steiner Auctions-ზე ნახატის შესყიდვის 10 მსურველი გამოჩნდა. საბოლოოდ ნამუშევარი სასიყვარულო წერილთან ერთად 60 წლამდე მამაკაცს ერგო.
თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
კომენტარები