Thumbnail

ნახეთ: Metallica-ს დრამერი მაილი საირუსის შესრულებამ აღაფრთოვანა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს დრამერი, ლარს ულრიხი პოპვარსკვლავ მაილი საირუსის შესრულებით აღფრთოვანებული დარჩა. მუსიკოს კრის კორნელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, მაილიმ გარდაცვლილი არტისტის ყოფილი ბენდის, Temple of the Dog-ის კომპოზიცია Say Hello 2 Heaven იმღერა. 

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Liam Hemsworth-მა იქორწინეს

 ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა არიანას გრანდეს No Tears Left To Cry დააქავერეს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა ლენონის Happy Xmas (War Is Over) შეასრულეს

კონცერტის დასრულების შემდეგ ულრიხმა საირუსთან ერთად კულისებში გადაღებული ფოტო გაავრცელა და მომღერალი შეაქო.

"მაილი, აღფრთოვანებული ვარ შენი მაღალი დონის შესრულებით", - დაწერა არტისტმა ინსტაგრამზე.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული