Thumbnail

მოუსმინეთ: BloodPop-მა Grimes-ის სიმღერის We Appreciate Power რემიქსზე იმუშავა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი Grimes კომპოზიციის We Appreciate Power რემიქსს ავრცელებს, რომელზეც ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა, BloodPop-მა იმუშავა. ტრეკის თავდაპირველი ვერსია მომღერალ Hana-სთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი გრაიმსის რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომში შევა, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► მოუსმინეთ: Grimes-მა სიმღერის We Appreciate Power რემიქსი გაავრცელა

► ნახეთ: Grimes-მა ახალი სიმღერა We Appreciate Power ცოცხლად პირველად შეასრულა

► ნახეთ: Grimes-მა ანიმაციური სერიალისთვის Hilda მუსიკალური თემა შექმნა

ეს გრაიმსისა და BloodPop-ის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. 2014 წელს მათ თაყვანისცემლებს კომპოზიცია Go შესთავაზეს.

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

მაიკლ ტაკერი კი 2014 წლიდან სასცენო სახელებით Blood Diamonds, Blood, და Michael Diamond მოღვაწეობდა. ახლა ის ფსევდონიმს BloodPop იყენებს. არტისტმა თავი არაერთ ცნობილ მომღერალთან, მათ შორის მადონასთან და ჯასტინ ბიბერთან თანამშრომლობით დაგვამახსოვრა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული