Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: Soft Eject-მა სიმღერა I'm on My Way შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

Tbilisi Event Hall-ში პოპულარული ქართული ჯგუფის, Soft Eject-ის კონცერტი გაიმართა. ბენდმა თითქმის 2 საათის განმავლობაში ახალი და მსმენელებისთვის კარგად ნაცნობი კომპოზიციები შეასრულა. მათ შორის კომპოზიცია I'm on My Way, რომელიც კოლექტივის მიერ 2001 წელს გამოშვებულ ალბომში Wanderer შედის. 

► არქივი: Soft Eject 

Soft Eject - I'm on My Way

🎶 ქართულმა ჯგუფმა SOFT EJECT კომპოზიცია I'm on My Way შეასრულა.

Posted by popmusic on Monday, January 21, 2019

 

Soft Eject თბილისში 1990 წელს შეიქმნა. ჯგუფის პირველი ოთხი სტუდიური ჩანაწერი Everybody (1993), Something New (1994), Now! (1995) და Collection (1995) გერმანიაშია ჩაწერილი. 2000-იანი წლებიდან ბენდი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს. აშშ-ში, ბრიტანეთსა და უკრაინაში გასტროლებს 2001 წელს ალბომი Wanderer ემატება. 2 წელიწადში კი Nine Mountains Away გამოდის. 2017 წელს, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, "სოფთ ეჯექთი" Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერად მოგვევლინა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული