Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Jay-Jay Johanson-ის კონცერტი კახიძის მუსიკალურ ცენტრში 

31 იანვარი (ხუთშაბათი)

31 იანვარს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში შვედი მომღერლის, Jay-Jay Johanson-ის კონცერტი გაიმართება. საღამო ახალი პროექტის, Soundwave-ის ფარგლებში ჩატარდება. არტისტი კონცერტზე სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის ახალ სინგლს Heard Somebody Whistle წარადგენს.

ჯეი ჯეი იოჰანსონთან ერთად ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართული როკ ჯგუფის, Kid Jesus-ის მოსმენა შეეძლებათ. 

4. Mtkvarze: Brawther | Yves | Bero | Ani | Nebbieri

1 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს Brawther-ს მასპინძლობს. არტისტის შემოქმედება ჰაუს ჟერადობაზეა ორიენტირებული.

მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტები Yves და Bero წარდგებიან. კლუბის პატარა ოთახში კი Ani და Nebbieri დაუკრავენ. 

3. KHIDI: 999999999 | Sept | Jorjick | A.Tabukashvili | DJ Soul Explosion

1 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" იტალიურ ეისიდ ტექნო დუეტს, 999999999-ს მასპინძლობს. მათთან ერთად პოლონეთში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერი Sept და ქართველი არტისტი Jorjick დაუკრავენ.

G2-ის სცენას კი ქართველი ელექტრონული არტისტები A.Tabukashvili და DJ Soul Explosion დაიკავებენ. 

2. BASSIANI / HOROOM: Fast Forward Night

1 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს კლუბში "ბასიანი" Fast Forward Production-ის საღამო გაიმართება. მსმენელთა წინაშე დანიური DIY პლატფორმის თანადამფუძნებელი, დიჯეი და პროდიუსერი Sugar წარდგება.

მის გარდა კლუბში Fast Forward-ის გამორჩეული წარმომადგენლები Schacke და Repro დაუკრავენ. "ჰორუმის" ოთახს კი ქართველი არტისტები HVL და Mercurrio დაიკავებენ.  

1. კომბინირებული ელექტრონიკის საღამო Politika-ში

2 თებერვალი (შაბათი)

შაბათს Politika-ში ქართველი არტისტები Ben Wheeler, Mess Montage და Hanker წარმოგვიდგენენ ერთობლივ პროექტს სახელწოდებით "კომბინირებული ელექტრონიკა".

სამივე მუსიკოსი ექსპერიმენტული სცენის წარმომადგენელია, თუმცა, მათი შემოქმედება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, რაც პროექტს უფრო საინტერესოს ხდის. ღონისძიებას ვიზუალურად Atirama გააფორმებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული