Thumbnail

Suge Knight-ის შვილი: 2Pac სტუდიაშია და ახალ მუსიკაზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ლეიბლის Death Row Records დამფუძნებლის, შუგ ნაითის შვილმა, შუგ ჯეი ნაითმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, თუფაქ შაკური სტუდიაში აქტიურად მუშაობს და მალე ახალ კომპოზიციებს გაავრცელებს.

► შუგ ნაითი: 2Pac-მა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა 

► ნახეთ: 2Pac-ის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი აუქციონზე გაიყიდება 

"არ ვხუმრობ", - დაწერა შუგმა ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ჯეიმ ასევე აღნიშნა, რომ თუფაქი ცოცხალია და ის მალაიზიაში ცხოვრობს.

► Suge Knight-ის შვილი: 2Pac-ი ცოცხალია და ის მალაიზიაში ცხოვრობს 

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული