Thumbnail

სიმღერის ქავერ ვერსიაზე მუშაობა მუსიკოსს საშუალებას აძლევს, კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და რაიმე განსხვავებული სცადოს. მაგალითად, ესა თუ ის ცნობილი კომპოზიცია თაყვანისმცემლებს ისეთი შესრულებით შესთავაზოს, როგორიც ჯერ არავის მოუსმენია. ზოგჯერ ეს გეგმა წარმატებით ხორციელდება, თუმცა, რომ დაფიქრდეთ, მარტივად გაიხსენებთ რამდენიმე ქავერს, რომელიც უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ არსებულიყო. დღეს გადავწყვიტეთ, სწორედ 10 ასეთი სიმღერა შემოგთავაზოთ.

10. ედ შირანის მიერ შესრულებული Iron Maiden-ის Run to the Hills, Limp Bizkit-ის Break Stuff და Ty Dolla Sing-ის Paranoid

გასაკვირი არაა, რომ ედ შირანს, რომელიც რომანტიკული პოპ სიმღერებითაა ცნობილი, ამ კომპოზიციების შესრულება არ გამოუვიდა. მეტიც, მას სიტყვის bitches თქმაც კი უჭირს. 

9. Limp Bizkit-ის მიერ ნამღერი ჯორჯ მაიკლის Faith

ამ ქავერის გამო ჯორჯ მაიკლს Limp Bizkit წლების განმავლობაში სძულდა. Faith ჯგუფის სადებიუტო ალბომში გამოჩნდა და მას მუსიკოსები ადრეულ კონცერტებზე ყურადღების მისაპყრობად ასრულებდნენ. 

8. Little Roy-ის მიერ შესრულებული Nirvana-ს Lithium

თუ დღეს კურტ კობეინის ჰიტის რეგეი ვერსიის მოსმენის ხასიათზე არ გაგიღვიძიათ, გირჩევთ, ეს ვიდეო არ ჩართოთ. 

7. The Cat Empire ჯგუფ The Eagles-ის Hotel California-ს შეეჭიდა

ამ შემთხვევაში არა მხოლოდ განსხვავებული ჟანრი, არამედ ფრანგულენოვანი ტექსტიც გაგაოცებთ. 

6. The Rolling Stones-ის I Can’t Get No (Satisfaction) ბრიტნი სპირსის შესრულებით

იმის მიუხედავად, რომ ბრიტნის მიერ 2000 წლის VMA-ზე შესრულებულმა ქავერმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თავად მიკ ჯაგერი კმაყოფილი იყო.

5. Children Of Bodom-ის გადამღერებული ბრიტნი სპირსის Oops!… I Did It Again

თავად ბრიტნიც არაა დაცული ცუდი ქავერებისგან. მისი Oops!… I Did It Again ჯგუფმა Children Of Bodom-მა გადაამღერა. კარმა ნამდვილად არსებობს და მას ფინური მეტალ ბენდის სახე აქვს. 

4. უილიამ შეტნერი Pulp-ის სიმღერით Common People

უილიამ შეტნერი ცნობილი Star Trek-ში კაპიტანი კირკის როლის შესრულებით გახდა, თუმცა, დროდადრო მსახიობი მუსიკოსობასაც ცდილობდა. რა გამოვიდა ამ მცდელობებიდან ჯარვის კოკერის ჰიტის ქავერიდანაც მიხვდებით.

3. პოლ ანკა Smells Like Teen Spirit-ის სვინგ ვერსიით

კანადელმა მუსიკოსმა, პოლ ანკამ Nirvana-ს ჰიტი ცოცხლად შეასრულა და ერთი შეხედვით, მისთვის არაფერი დაუკლია. თუმცა, სიმღერის მოსმენისას შეუძლებელია, არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რას იტყოდა ამ ყველაფერზე კურტ კობეინი. 

2. The Screaming Females ტეილორ სვიფტის სიმღერით Shake It Off  

როგორი იქნებოდა გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპ ჰიტის პანკ ვერსია? ამაზე ფიქრი აღარასდროს მოგიწევთ, რადგან The Screaming Females-მა ეს დილემა თქვენ ნაცვლად გადაჭრა. 

1. სიდ ვიშესის მიერ შესრულებული My Way

ფრენკ სინატრას ჰიტის My Way უამრავი ქავერი არსებობს, მაგრამ სიდ ვიშესის ეს "ექსპერიმენტი" თითოეულისგან სრულებით განსხვავდება. ოღონდ ამ სიტყვებში კარგი არაფერი იგულისხმება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული