Thumbnail

ნახეთ: Royce Da 5'9" ვიდეორგოლს Cocaine ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ტრეკზე Cocaine გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიციაში, რომლის პროდიუსერი DJ Khalil გახლავთ, როისი მამის კოკაინზე დამოკიდებულებაზე საუბრობს. ნამუშევარი რეპერის ბოლო ალბომში Book Of Ryan შედის. 

► ნახეთ: Eminem-ისა და Royce Da 5'9"-ის 1999 წლის კონცერტის ვიდეოჩანაწერი გავრცელდა 

► ემინემმა და როისმა შესაძლოა, ახალი ალბომი გამოუშვან 

► ნახეთ: რეპერმა Royce Da 5'9" კომპოზიციაზე Summer On Lock კლიპი გადაიღო

მონტგომერიმ მუსიკალური კარიერა 1995 წელს დაიწყო. 4 წელიწადში ის ლეგენდარულ რეპერთან, ემინემთან ერთად აწ გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, დიშონ დუპრი ჰოლტონის, სასცენო სახელით Proof, მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის Bad Meets Evil წევრი გახდა. გაერთიანების პირველი და ერთადერთი ალბომი Hell: The Sequel წარმატებული გამოდგა. ნამუშევარი ბილბორდის მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მოიპოვა.

რაიანმა 2014 წელს დიჯეი პრემიერთან ერთად ჯგუფი PRhyme ჩამოაყალიბა. 2018 წელს მუსიკოსებმა გაყიდვაში რიგით მეორე ალბომი PRhyme 2 ჩაუშვეს. ნამუშევარმა, მისი პირველი ნაწილის მსგავსად, კრიტიკოსებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. სოლო კარიერის ფარგლებში კი ემსის შვიდი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული