Thumbnail

ნახეთ: 5 Seconds of Summer სიმღერაზე Lie To Me გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ავსტრალიურმა ჯგუფმა 5 Seconds of Summer სიმღერაზე Lie To Me გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიციას ჯგუფი ამერიკელ მუსიკოსთან, ჯულია მაიკლზთან ერთად ასრულებს. ტრეკი ბენდის ბოლო ალბომში Youngblood არის წარმოდგენილი, რომელიც 2018 წლის ზაფხულში გამოიცა.

5 Seconds of Summer სიდნეიში 2011 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად კოლექტივი ცნობილ კომპოზიციებს აქავერებდა. 2014 წელს კი ჯგუფმა სადებიუტო სინგლი She Looks So Perfect გაავრცელა, რომელიც გამოსვლისთანავე ავსტრალიურ, ახალზელანდიურ და ბრიტანულ ჩარტებში მოხვდა. მას შემდეგ ბენდმა სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული