Thumbnail

ნახეთ: Kali Uchis-მა Björk-ის Venus as a Boy დააქავერა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელმა არტისტმა, Kali Uchis-მა ავსტრალიური რადიოს, Triple J-ის ეთერში ცნობილი ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის სიმღერის Venus as a Boy ალტერნატიული ვერსია შეასრულა.

► ნახეთ: მუსიკოსი Kali Uchis სიმღერაზე Just A Stranger გადაღებულ კლიპს ავრცელებს

Venus as a Boy ბიორკმა 1993 წელს ჩაწერა. კომპოზიცია არტისტის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარში Debut შედის.

კარლი-მარინა ლოაიზამ, სასცენო სახელით Kali Uchis, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება After The Storm და Tyrant მოუტანა. 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Isolation გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული