Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ და City Girls-მა კლიპი Twerk გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა, City Girls-მა და პოპულარულმა რეპერმა, Cardi B-მ კომპოზიციაზე Twerk გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი Daps გახლავთ, რომელსაც ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: კენდრიკ ლამარი, Migos, Stormzy და სხვები. ტრეკი "სითი გერლზის" მიქსტეიპში Girl Code არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა.

► ნახეთ: 17 წლის Cardi B ლედი გაგას ჰიტს Bad Romance მღერის

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვე არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია.

City Girls კი 2010 წელს მაიამიში ჩამოყალიბდა. დუეტის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია I'll Take Your Man და Where The Bag At. პროექტის სადებიუტო მიქსტეიპი Period 2018 წლის მაისში გამოვიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული