Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-ის კონცერტზე სცენაზე ასულმა ნასვამმა მამაკაცმა იმღერა და იცეკვა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლას ვეგასში ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე ხანში შესული მამაკაცი ავიდა. კოლექტივის ფრონტმენმა, დეივ გროლმა მას სახელი ჰკითხა. "ჯეი ბომბეიდან", - უპასუხა უცნობმა, შემდეგ კი ცეკვა და სიმღერა განაგრძო.

► ნახეთ: Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი სცენიდან კიდევ ერთხელ გადავარდა

► ნახეთ: Foo Fighters-მა Metallica-ს Enter Sandman 10 წლის ბიჭთან ერთად შეასრულა

მუსიკოსმა ჯეის შამპანური დაალევინა და ცეკვა შეუქო. თუმცა, როდესაც მამაკაცმა დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა მოისურვა, დაცვას მისი სცენიდან გაყვანა მოუხდა. 

დეივ გროლი 1987-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა, სადაც ის ფრონტმენად მოგვევლინა. 13 გრემის მფლობელმა არტისტმა ბოლო ალბომი Concrete and Gold 2017 წელს გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული