Thumbnail

ნახეთ: Meek Mill და Drake კომპოზიციაზე Going Bad კლიპს იღებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი Meek Mill და კანადელი მუსიკოსი Drake კომპოზიციის Going Bad კლიპზე მუშაობენ. გადასაღები მოედნიდან ვიდეო ვეტერანმა ატლანტელმა რეპერმა, T.I.-მ ინსტაგრამზე გაავრცელა. ტრეკი მიქ მილის ბოლო ალბომში Championships შედის.

► მოუსმინეთ: Meek Mill ახალ ალბომს Championships ავრცელებს

► ნახეთ: Drake-სა და Meek Mill-ს შორის დაპირისპირება დასრულდა 

► Meek Mill: ნიკი მინაჟთან, ჯეი ზისთან და ბიონსესთან უცნაური ვახშამი მქონდა

როგორც ვიდეოდან ირკვევა, კლიპში, მიქისა და დრეიქის გარდა, T.I., DJ Mustard და Nipsey Hussle მონაწილეობენ.

რეპერებს შორის დაპირისპირება 2016 წელს დაიწყო. მაშინ მილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი მეგობარი დრეიქი ახალი ალბომის Dreams Worth More Than Money პრომოუშენში არ დაეხმარა. ამის შემდეგ მუსიკოსებმა ერთმანეთს არაერთი დის-ჩანაწერი მიუძღვნეს, რომელთა შორის ყველაზე დიდი მოწონება დრეიქის ტრეკმა Back To Back დაიმსახურა. მსმენელთა უმრავლესობა ბიფის გამარჯვებულად სწორედ კანადელს მიიჩნევს.

დრეიქი ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group-თან დაახლოებული მუსიკოსია. მან და კოლექტივის წევრებმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სწორედ მიქ მილია, არაერთ საერთო კომპოზიციაზე იმუშავეს. კონკრეტულად მიქთან კი დრეიქმა ტრეკები Amen და R.I.C.O. ჩაწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული