Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Mtkvarze: Willow | JD J | Audio Space | Zurkin | Khvedeliani

25 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ინგლისელ დიჯეისა და პროდიუსერს სოფი უილსონს, სასცენო სახელით Willow მასპინძლობს. არტისტის შემოქმედება ჰაუს ჟღერადობაზეა ორიენტირებული. 

მასთან ერთად მსმენელთა წინაშე JD J და Audio Space წარდგებიან. კლუბის პატარა ოთახს კი ქართველი არტისტები Zurkin და Khvedeliani დაიკავებენ.

4. Sioni HiFi Soundsystem Dubდღე: Sinai Sound & Donovan Kingjay

25 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს პანტომიმის თეატრში Sioni HiFi Soundsystem რიგით მე-2 სესიას გამართავს. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს Sinai Sound-ისა და Donovan Kingjay-ის მოსმენა შეეძლებათ. 

მსმენელთა წინაშე ასევე ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტები JeronimoTM & MushOne, დიჯეი Grotask და Juno Q Beat წარდგებიან.  

3. BASSIANI / HOROOM: Claudio PRC | Newa | Francois X | Kvanchi

25 იანვარი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ბერლინში მოღვაწე იტალიელ დიჯეისა და პროდიუსერს, ლეიბლ TGP-ის თანადამფუძნებელ Claudio PRC-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ქართველი არტისტი Newa წარდგება.

"ჰორუმის" ოთახში კი ფრანგული ტექნო სცენის წარმომადგენელი Francois X და კლუბის რეზიდენტი Kvanchi დაუკრავენ.

2. ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა" თბილისის ოპერაში 

26 იანვარი (შაბათი)

შაბათს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას" მოუსმენთ. სპექტაკლის დამდგემელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილია, დირიჟორი ფილიპო კონტი,  რეჟისორი ლორან გერბერი, სცენოგრაფი მასიმო ბელანდო რანდონე, კოსტიუმების მხატვარი  ესტერ მარტინი, დამდგმელი ქორეოგრაფი კი ნინო ანანიაშვილი.

იტალიელი კომპოზიტორის მიერ ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების "ქალი კამელიებით" მიხედვით შექმნილი ნამუშევრის პრემიერა ვენეციის ლა ფენიჩეში 1853 წელს შედგა. საქართველოში კი ის პირველად 1859 წლის 30 ნოემბერს დაიდგა. თბილისის ოპერაში სპექტაკლზე დასწრება მსურველებს 27 იანვარსაც  შეეძლებათ. 

1. "როკი მიწისქვეშ" Creator Bar-ში 

27 იანვარი (კვირა)

კვირას Creator Bar-ში პანკ შოუ "როკი მიწისქვეშ" გაიმართება. მსმენელთა წინაშე ცნობილი ქართული ბენდები დაგდაგანი და Vodka Vtraiom წარდგებიან.

ღონისძიებაზე ასევე ჯგუფები პანიკა, პორტრეტი და ანარეკლი დაუკრავენ. კონცერტი 20:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული