Thumbnail

ვეტერანი ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი ფრეზიერ ტომპსონი III, ფსევდონიმით Trae Tha Truth, მსმენელს მისი პოპულარული ტრეკების სერიის I'm On მესამე ნაწილზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციაში რეპერის კოლეგები T.I., Mark Morrison, Gary Clark Jr., E-40, Styles P, G-Eazy, Chamillionaire, Rick Ross, Fabolous, Snoop Dogg, DRAM, Currensy, Royce Da 5'9'', Tee Grizzley და Dave East მონაწილეობენ. ჩანაწერი სამხრეთელი შემსრულებლის 2017 წლის ალბომის Tha Truth, Pt. 3 მთავარი სინგლია.

კომპოზიციაში მონაწილე მუსიკოსების გარდა, მაყურებელი ვიდეორგოლში ისეთ ცნობილ ადამიანებს იხილავს, როგორებიც არიან: Dave Chappelle, Nipsey Hussle, Demetrius Shipp Jr., Mike Epps, Young Thug, Tech N9ne, Joe Budden და სხვები.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციების სერიის I'm On პირველი ნაწილი არტისტის 2011 წლის ალბომში Street King შედის, მეორე კი 2012 წლის ოფიციალურ მიქსტეიპში Tha Blackprint.

თრეი სამხრეთული ჰიპ ჰოპის ლეგენდაა. რეპერმა მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისი მდიდარი შემოქმედება ორმოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა ტრეკების სერიამ I'm On მოუტანა. 2012 წლიდან მუსიკოსი მისი პოპულარული კოლეგის, თიაის მიერ დაარსებული ლეიბლის Grand Hustle წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული