Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტის, ანზორ ჩიხლაძის 5 საყვარელი კომპოზიცია.

5. Redman - Whateva Man

წითელი კაცი, მუდმივად წითელი თვალებით, ბევრი ფანკით, არანორმალური ფლოუთი და განუყრელი ძმაკაცით გვერდზე.

4. Lauryn Hill feat. Ziggy Marley - Redemption Song

ლორინ ჰილი! ლორინ ჰილი! ლორინ ჰილი! ლორინ ჰილი! ლორინ ჰილი! და ასე უსასრულოდ, სანამ იარსებებს მუსიკა.

3. Zack De La Rocha & KRS-One & Last Emperor - C I A (Criminals In Action)

ზაკი და კრისი. ტრეკის სახელი ყველაფერს ამბობს და ამ ადამიანებზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მკრეხელობაში ჩამეთვლება. 

2. Buckshot LeFonque - Breakfast @ Denny's

უსიტყვოდ გადმოცემული ჰიპ ჰოპის მთელი ფილოსოფია. ამაზე მაგარი "ბრექფესტსი", რავი ...

1. Bob Marley - Three Little Birds

ბობი - ჩემი ძმა, შენი ძმა, ჩვენი ძმა, ოჯახის წევრივითაა თითქოს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული