Thumbnail

Lil Uzi Vert: კარიერას ვასრულებ, რიგითი ადამიანივით ცხოვრება მინდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, მუსიკალური კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია შემსრულებელმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაავრცელა.

► მოუსმინეთ: Lil Uzi Vert & Playboi Carti - Throw It Up 

► მოუსმინეთ: Lil Uzi Vert - New Patek 

► ნახეთ: რეპერ Lil Uzi Vert-ს კონცერტზე ბიბლია ესროლეს 

"მსურს, ჩემს მხარდამჭერებს მადლობა გადავუხადო. გადავწყვიტე, მუსიკალური კარიერა დავასრულო. ყველაფერი წავშალე. მინდა, 2013 წელი იყოს და კვლავ რიგითი ადამიანივით ვცხოვრობდე", - დაწერა უზიმ.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული