Thumbnail

ფოტოგალერეა: Jennifer Lopez მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტს 17,5 მილიონად ყიდის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და მისი შეყვარებული, ბეისბოლის ყოფილი ვარსკვლავი ალექს როდრიგესი მანჰეტენზე, პარკ ავენიუზე მდებარე აპარტამენტს 17,5 მილიონ აშშ დოლარად ყიდიან.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა საახალწლო გადაცემაში Limitless შეასრულა

► ნახეთ: მომღერალმა Jennifer Lopez-მა შობის დილას იცეკვა

ჯენიფერმა და ალექსმა 392 მეტრი სიმაღლის მქონე შენობაში განლაგებული აპარტამენტი გასული წლის მარტში 15,3 მილიონ დოლარად იყიდეს. ეს მათ მიერ ერთობლივად შეძენილი პირველი ბინა იყო. გამოცემა Page Six-ის ცნობით, წყვილისა და მათი ბავშვებისთვის ფართი არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ მისი გაყიდვა გადაწყდა. 

ფეშენებელურ აპარტამენტში სამი საძინებლით, ოთხი აბაზანითა და სამზარეულოთი სარგებლობაა შესაძლებელი. პარკ ავენიუზე მდებარე შენობაში ასევე საცურაო აუზი და სპორტული დარბაზია განთავსებული. 

1969 წელს დაბადებულ ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული