Thumbnail

ამერიკულმა ბენდმა WHY? და ჩიკაგოელმა მუსიკოსმა ლილი ვესთმა, სასცენო სახელით Lala Lala, ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Siren 042 გამოუშვეს.

► ნახეთ: Lala Lala-მ სიმღერაზე Copycat ვიდეოკლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: Lala Lala – Dove

ჯგუფი WHY? იონი ვულფმა 2004 წელს შექმნა. მომდევნო წელს არტისტებმა სადებიუტო ჩანაწერი Elephant Eyelash გაავრცელეს. კოლექტივს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპსა და ინდი როკს აერთიანებს.

მუსიკალური პროექტი Lala Lala უესთმა ჩიკაგოში 2014 წელს ჩამოაყალიბა. არტისტს, რომელიც ინდი როკ ჟანრში მოღვაწეობს, ამ დრომდე 4 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული