Thumbnail

ნახეთ: Gary Clark Jr-მა რასიზმის საწინააღმდეგოდ კლიპი This Land გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა Gary Clark Jr. ახალი სიმღერა This Land და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მის ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 1 მარტს ჩაეშვება. არტისტის თქმით, ტრეკი და ვიდეორგოლი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რასისტული პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული.

გარიმ მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. 2011-ში მან კონტრაქტი უმსხვილეს ამერიკულ ლეიბლთან, Warner Bros. Records-თან გააფორმა და EP სახელწოდებით The Bright Lights გამოსცა. არტისტის შემოქმედება ბლუზ როკს, სოულსა და არენბის აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული