Thumbnail

ჩრდილოირლანდიელი მუსიკოსი Soak ახალ სინგლს Knock Me Off My Feet და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის რიგით მეორე ალბომში Grim Town შევა, რომელიც გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 15 ნამუშევარი გაერთიანდება. 

ბრაიდი მონდს-უოტსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა სადებიუტო ალბომმა Before We Forgot How to Dream მოუტანა, რომელიც 2015 წელს მერკურის პრიზზე იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული