Thumbnail

მოუსმინეთ: Sam Smith & Normani - Dancing With A Stranger

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი მუსიკოსი სემ სმიტი ახალ სინგლს Dancing With A Stranger ავრცელებს. კომპოზიცია ამერიკელ მომღერალ ნორმანისთან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკის ავტორი თავად სემია. 

► ნახეთ: Sam Smith - Fire On Fire

► ნახეთ: Sam Smith-მა სიმღერები Too Good At Goodbyes და Pray ცოცხლად შეასრულა

მოუსმინეთ: კელვინ ჰარისმა და ნორმანიმ ერთობლივი EP გაავრცელეს

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული