Thumbnail

ნახეთ: Sigur Rós-მა ტაივანური საცეკვაო პროექტისთვის მუსიკა დაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ისლანდიურმა ჯგუფმა Sigur Rós ტაივანური საცეკვაო პროექტისთვის 22° Lunar Halo მუსიკა დაწერა. ქორეოგრაფ ჩენ ძონ ლონის დადგმის პრემიერა აპრილში გაიმართება, დღეს კი წარმოდგენის სარეკლამო ვიდეო გავრცელდა.

► ნახეთ: Sigur Ros მსმენელებს ახალი მუსიკით დაუბრუნდა

► Sigur Rós-ის დრამერმა, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ბენდი დატოვა

 

Sigur Rós ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში 1994 წელს შეიქმნა. 1997 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Von გაავრცელეს. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Olsen Olsen და პოპულარული სერიალისთვის "სამეფო კარის თამაშები" შესრულებულმა სიმღერამ The Rains of Castamere მოუტანა. კოლექტივს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არტისტების შემოქმედება პოსტ როკისა და ემბიენთის ნაზავია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული