Thumbnail

ამერიკელი პოპვარსკვლავი ქეილანი ახალ სინგლს Nights Like This და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია არენბი შემსრულებელთან, Ty Dolla $ign-თან ერთადაა ჩაწერილი. ტრეკი მომღერლის ახალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლაც თებერვალში იგეგმება.

ქეილანი პერიშმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიცია Gangsta-მ მოუტანა, რომელიც მან ფილმისთვის Suicide Squad დაწერა. ტრეკზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 247 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული