Thumbnail

ფრანგმა პროდიუსერმა Gesaffelstein-მა და კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd-მა ახალი ერთობლივი კომპოზიცია Lost in the Fire გაავრცელეს. 

► ნახეთ: Gesaffelstein-ის ახალ კლიპში Reset ჰიპ ჰოპ არტისტებს განასახიერებენ

► ნახეთ: The Weeknd-მა მომავალი ალბომის Chapter VI გარეკანი გაავრცელა

 

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა წარსულში კიდევ ორ ტრეკზე I Was Never There და Hurt You ითანამშრომლეს, რომლებიც უიქენდის შარშანდელ EP-ში My Dear Melancholy შევიდა.

მაიკ ლევიმ, სასცენო სახელით Gesaffelstein, სადებიუტო ალბომი Aleph 2013 წელს გამოსცა. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან ქანიე ვესთი, ლანა დელ რეი, The Weeknd და სხვები. მუსიკოსმა საქართველოშიც არაერთხელ დაუკრა.

The Weeknd-მა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2015-ში ის პირველი არტისტი გახდა, რომლის სამი კომპოზიციაც ბილბორდის არენბი ჩარტში ერთდროულად მოხვდა და წამყვანი პოზიციებიც დაიკავა. მუსიკოსს გრემი 3-ჯერ აქვს მიღებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული