Thumbnail

ნახეთ: King Krule-მა სიმღერაზე Logos კლიპი გადაიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა King Krule-მა კომპოზიციაზე Logos შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლზე არტისტმა თავის ძმასთან, ჯეკთან ერთად იმუშავა. ტრეკი შემსრულებლის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში The Ooz შედის, რომელიც გაყიდვაში 2017 წელს ჩაეშვა. 

► ნახეთ: King Krule-მა კომპოზიციაზე Cadet Limbo კლიპი გადაიღო

არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი 6 Feet Beneath the Moon გაავრცელა. მუსიკოსის შემოქმედება პოსტ პანკს, პანკ ჯაზს, ჰიპ ჰოპს, დარქვეივს და ტრიპ ჰოპს აერთიანებს.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული