Thumbnail

ნახეთ: Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი სცენიდან კიდევ ერთხელ გადავარდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული როკ ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი ლას ვეგასში ბენდის კონცერტის მიმდინარეობისას სცენიდან გადავარდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

► ნახეთ: ჯგუფ Foo Fighters-ის ფრონტმენი დეივ გროლი სცენიდან გადავარდა

► ჯგუფების Metallica, Foo Fighters და Iron Maiden წევრებმა ერთად დაუკრეს

► ნახეთ: დეივ გროლმა Nirvana-ს სიმღერა All Apologies შეასრულა

გროლს მსგავსი ინციდენტი 2015 და 2018 წელს შვედეთის ქალაქ გოთენბურგში გამართულ კონცერტებზეც შეემთხვა.

დეივ გროლი 1987-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა, სადაც ის ფრონტმენად მოგვევლინა. 13 გრემის მფლობელმა არტისტმა ბოლო ალბომი Concrete and Gold 2017 წელს გამოუშვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული