Thumbnail
ფოტო: Facebook / Nika Z Kocharov

მუსიკოსებმა ვაჟა მარმა და ნიკა კოჩაროვმა 1987 წელს შექმნილი ქართული ჯგუფის, "ტაქსის" კომპოზიციის "ზამთარი" ალტერნატიული ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელეს.

► არქივი: ტაქსი

ვაჟა მარი, სასცენო სახელით Vazhmarr ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის შემსრულებელია. ის წარსულში ინდი-ელექტრონულ ჯგუფში Me and My Monkey მოღვაწეობდა. ნიკა კოჩაროვი კი ჯგუფ Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენია. არტისტი ასევე კოლექტივში Z for Zulu მოღვაწეობდა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული