Thumbnail

2018 წელს ბრიტანეთში კასეტების გაყიდვების მაჩვენებელი 125,3%-ით გაიზარდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ხმის ჩამწერი კომპანიების ასოციაციის BPI მონაცემებით, 2018 წელს დიდ ბრიტანეთში კასეტების გაყიდვების მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, 125,3%-ით გაიზარდა და 50,000-ს მიაღწია. ამ რაოდენობის კასეტა ქვეყანაში 2004 წლის შემდეგ არ შეუძენიათ.

► ნახეთ: 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ვინილები დასახელდა

აღსანიშნავია, რომ სტუდიურ ჩანაწერებს კასეტის ფორმატით ძირითადად თავად მუსიკოსები გამოსცემენ და თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე შეზღუდული რაოდენობით ყიდიან.

2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი კასეტა ინგლისური პოპ როკ ბენდის, The 1975-ის ალბომი A Brief Inquiry Into Online Relationships აღმოჩნდა. კოლექტივმა სულ 7,523 ეგზემპლარის რეალიზაცია შეძლო. მეორე ადგილს კი, 6,262 გაყიდული ჩანაწერით, ავსტრალიელი პოპვარსკვლავის, კაილი მინოუგის ნამუშევარი Golden იკავებს.

იხილეთ არტისტების ჩამონათვალი, რომლებმაც შარშან ბრიტანეთში კასეტის ფორმატით ყველაზე მეტი ალბომი გაყიდეს:

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული